კარიერა

შპს „საქართველოს ფოსტა“ აცხადებს სერვისცენტრის მენეჯერის ვაკანსიას ახმეტაში

გამოქვეყნებულია: 30 აგვისტო 2017  /  ძალაშია: 27 სექტემბერი 2017

ძირითადი მოვალეობები:

·         სერვისცენტრის ხელმძღვანელობა, მისი გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;

·         კლიენტებისათვის საფოსტო მომსახურების გაწევის კოორდინირება;

·         სერვისცენტრში კლიენტების  მაღალი სტანდარტით მომსახურების უზრუნველყოფა;

·         დაქვემდებარებულ თანამშრომლებს შორის ფუნქცია-მოვალეობების განაწილება, მათი სამუშაოს კოორდინირება, შესასრულებელი სამუშაოს ზედამხედველობა;

·         სერვისცენტრის საქმიანობის შესახებ სტატისტიკური მონაცემების წარმოება, მათი ანალიზი და შესაბამისი ანგარიშების მომზადება.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

·         უმაღლესი განათლება;

·         3 წლიანი სამუშაო გამოცდილება, მათ შორის ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება, სასურველია გაყიდვების ან კლიენტთა მომსახურების სფეროში;

·          ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;

·         რუსული და ინგლისური ენების ცოდნა კარგ სამუშაო დონეზე;

·         MS პროგრამების ცოდნა.

 

უნარ–ჩვევები:

·         მართვისა და ხელმძღვანელობის უნარი;

·          სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;

·         თანამშრომლების მოტივაციისა და განვითარების უნარი;

·         ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;

·         გამართულად მეტყველების უნარი;

·          წერითი კომუნიკაციის უნარი;

·         მომსახურების ხარისხზე და კლიენტზე ორიენტირებულობა;

·         ინიციატივა;

 

კანდიდატთა შერჩევა:

კანდიდატები გაივლიან შერჩევის ორ ეტაპს:

-          კანდიდატთა შერჩევა რეზიუმეებისა და კანდიდატის განცხადის ფორმების საფუძველზე;

-          გასაუბრება.

 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ შეავსოთ კანდიდატის განაცხადის ფორმა და თქვენს რეზიუმესთან (CV) ერთად გამოაგზავნოთ შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@gpost.ge  გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. დაუკავშირდებით მხოლოდ შესაბამის კანდიდატებს, რომლებიც გამოგზავნიან სრულყოფილად შევსებულ განაცხადის ფორმას რეზიუმესთან ერთად.

 

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა  27.09.2017